დედის განწირული ყვირილი გავიგეთ, როგორ გაეპარა დედას 3 წლის ბავშვი მანქანიდან. – geonewest.com
ახალი ამბები

დედის განწირული ყვირილი გავიგეთ, როგორ გაეპარა დედას 3 წლის ბავშვი მანქანიდან.

3 წლის ბავ­შვი, რო­მელ­საც თე­ლა­ვის ცენ­ტრში მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა, თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლუ­რი კლი­ნი­კი­დან თბი­ლის­ში გად­მოჰ­ყავთ. რო­გორც AMBEBI.GE-ს კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა გა­ნუ­ცხა­და, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი იყო და სა­ჭი­რო­ებ­და ინ­ტენ­სი­ურ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას, რის გა­მოც მისი თბი­ლი­სის შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა მოხ­და.

“ბავ­შვს აღე­ნიშ­ნე­ბო­და ჰე­მო­რა­გი­უ­ლი გა­მო­ნა­ჟო­ნი, მდგო­მა­რე­ო­ბა აქ ყოფ­ნი­სას იყო სტა­ბი­ლუ­რი, თბი­ლი­სის კლი­ნი­კა­ში ინ­ტენ­სი­უ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის­თვის იქნა გა­დაყ­ვა­ნი­ლი” – გვი­თხრა ხა­თუ­ნა ჭო­ნი­აშ­ვილ­მა.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა თე­ლავ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მოხ­და.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, მცი­რე­წლო­ვა­ნი გა­ჩე­რე­ბულ მან­ქა­ნა­ში მარ­ტო იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც ავ­ტო­მო­ბი­ლის კარი გახ­სნა და გზა­ზე გა­დას­ვლა სცა­და. ბავ­შვს ავ­ტო­მო­ბი­ლი სწო­რედ ამ დროს და­ე­ჯა­ხა. და­შა­ვე­ბუ­ლი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

“ყვე­ლა გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვართ ამ ამ­ბით, ახლა მთა­ვა­რია ბავ­შვი კარ­გად იყოს. დე­დას­თან ერ­თად იყო მან­ქა­ნით, ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი გო­გოა დე­და­მი­სი, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ ბავ­შვე­ბის ამ­ბა­ვი, რო­გო­რი ცელ­ქე­ბი არი­ან. ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­ში მოხ­და. დედა მა­ღა­ზი­ა­ში გა­და­ვი­და, თან შვილს უყუ­რებ­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ა­ღო ბავ­შვმა კარი და გა­და­ვი­და, ამ დროს და­ე­ჯა­ხა ავ­ტო­მო­ბი­ლი, ბავ­შვი რამ­დე­ნი­მე მეტ­რის მო­შო­რე­ბით გა­და­ვარ­და, სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი იყო. თავი და­არ­ტყა. დე­დის გან­წი­რუ­ლი ყვი­რი­ლი გა­ვი­გე, რომ მი­ვე­დით, ბავ­შვი სის­ხლი­ა­ნი დაგ­ვხვდა, დედა შოკ­ში იყო, ისიც ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ემო­ცი­უ­რად. ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლიც, რო­მე­ლიც ბავ­შვს და­ე­ჯა­ხა, ძა­ლი­ან ცუ­დად იყო. ბავ­შვის ოჯა­ხი ძა­ლი­ან ეკ­ლე­სი­უ­რე­ბი არი­ან, ღმერ­თი გად­მო­ხე­დავს აუ­ცი­ლებ­ლად, ბავ­შვი უნდა გა­დარ­ჩეს” – გვიყ­ვე­ბი­ან თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

Back to top button