ახალი ამბები
ქალი რომელსაც რამოდენიმე დღის წინ მანქანა დაეჯახა მარტვილის მუნიციპალიტეტში გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული ნანა ბასილაია გარდაიცვალა.
რამდენიმე დღის წინ, ხუთი თვის ფეხმძიმე ქალს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი დაეჯახა.
9 თვის ბავშვი, რომელიც ნანას ხუთი დღის განმავლობაში ელოდებოდა, დედის გარეშე უნდა გაიზარდოს
მედია გამოცემა “თაიმერი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.