ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოს ცა ამ წუთისთვის – გაფრთხილება ინტენსიურ წვიმებზე
ირაკლი ერაძე მოსახლეობას მოსალოდნელი უამინდობის შესახებ აფრთხილებს. ის ამბობს, რომ ამ წუთებში დასავლეთ საქართველოში ინტენსიურად წვიმს, 5-6 საათისთვის კი თავსხმა წვიმა მოსალოდნელია ზუგდიდის, მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებშიც. ერაძე განმარტავს, რომ ამ დროისთვის პირველი კატეგორიის შტორმია ქობულეთში.
“დასავლეთ საქართველოს ცა ამ წუთისთვის, საკმაოდ ინტენსიურად წვიმს.
დღეს დაახლოებით 5-6 საათიდან ასევე გაწვიმდება სამეგრელოში. ზუგდიდის, მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში დროგამოშვებით იქნება თავსხმა ” – წერს ერაძე სოციალურ ქსელში.