ავარიას ცნობილი ბლოგერი ემსხვერპლა – მას 3 შვილი დარჩა – geonewest.com
ახალი ამბები

ავარიას ცნობილი ბლოგერი ემსხვერპლა – მას 3 შვილი დარჩა

უკრაინაში, ხარკოვი-კიევის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 39 წლის ცნობილი უკრაინელი ბლოგერი, ანა ჟუკი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, საჭესთან ბლოგერის მეუღლე იჯდა, რომელმაც საგზაო მოძრაობის დარღვევით ავტომობილს გადაასწრო და გზის პირას გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა. ავარიის შედეგად ბლოგერი ადგილზე გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბლოგერის მეუღლე, მისი ერთ-ერთი შვილი და სატვირთოს მძღოლი დაშავდნენ. ისინი საავადმყოფოში მკურნალობენ.

გარდაცვალების ფაქტი, ბლოგერის მენეჯერმა და პოლიციამ უკვე დაადასტურა. ახალგაზრდა ქალს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

Back to top button