40 წლის კაცი სახლში მივიდა და დედის მკვლელობა სცადა – ასაკოვანი ქალი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია! – geonewest.com
ახალი ამბები

40 წლის კაცი სახლში მივიდა და დედის მკვლელობა სცადა – ასაკოვანი ქალი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია!

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.კ. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები მიაყენა დედას, 1940 წელს დაბადებულ ნ.დ.-ს.

დაშავებული ქალბატონი მძიმე დაზიანებებით, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

Back to top button