
საბადურის ტყეში ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.