ახალი ამბები

რა გახდა ახლაგაზრდა გოგოს გარდაცვალების მიზეზი.

ახლაგაზრდა ქალის, თაკო ცერცვაძის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. თაკო ცერცვაძე “ავერსი ფარმას” თანამშრომელი იყო.

როგორც გარდაცვლილის ახლობლები და მეგობრები ამბობენ, ახალაგზრდა ქალი სავარაუდოდ, დაუდგენელი ვირუსით გარდაიცვალა. სხვა დეტალები უცნობია.

1-1795417269.jfif
2-1795417286.png
3-1795417299.png
4-1795417310.png
5-1795417322.png

სოციალურ ქსელში მის შესახებ უამრავი ემოციური პოსტი ვრცელდება:

“ბევრი ამბობს, სამსახურს ოჯახი არ უნდა უწოდოო, მაგრამ ყველაფერს თავისი გამონაკლისი აქვს… “ავერსი” ჩემთვის და თითოეული ჩვენგანისთვის ერთი დიდი ოჯახია. დღეს კი ამ ოჯახის თითოეულ წევრს ერთი საერთო ტკივილი გვაერთიანებს, ოჯახის ერთი წევრი დავკარგეთ… სული მეწვის”…

“გოგო, რომელიც ალამაზებდა სამყაროს… ეს ის მომენტია, გულთან ერთად სულიც რომ გტკივა და მხოლოდ იმაზე ფიქრობ, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანები ერთმანეთს, სანამ ამის საშუალება გვეძლევა… გითანაგრძნობთ ყველას, ვინც ამ საოცრება გოგოს იცნობდით! ნათელი შენს სულს, ჩემო მშვენიერო!”

“დაუჯერებელია, რომ აღარ შემოგოგმანდება კლინიკაში ჩვენი ციფერთვალება, უკარგესი და ულამაზესი თაკო… რაც ეს საშინელება გავიგე, არ ვიცი რატომ, მაგრამ ყურში სულ შენი ხმა მესმის თაკო. ძალიან დაგვაკლდები ყველას. ალბათ, იქაც ზეციურ საქართველოში შენნაირები უნდათ… მშვიდობით… ასე უცებ, მოულოდნელად გაგვიფრინდი”…

“რა სამწუხაროა. როგორ მეგონა, გამოჯანმრთელდებოდა… რამდენი ვიბრძოლეთ თაკო, უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ”…

“მართლაც არ არსებობს სიტყვები, რომელიც ამ ტკივილს გამოხატავს.

Back to top button