ავარიას ახლახანს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ცნობილია ერთი-ერთი დაღუპულის ვინაობა – geonewest.com
ახალი ამბები

ავარიას ახლახანს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ცნობილია ერთი-ერთი დაღუპულის ვინაობა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. ერთ-ერთ გარდაცვლილი დავით აბულაძეა.

როგორც ადგილობრივებმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა, სადაც მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა.

მათივე ცნობით, ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.

“კარგი, კეთილი, ზრდილობის ეტალონი დათო აღარ გვყავს, თავზარი დაგვეცა” – წერენ ახლობლები კომენტარებში.

წყარო

Back to top button