ღამის 12 საათზე მასწავლებლის სახლთან უცნობმა კაცმა დაიძახა, ქალმა გამოიხედა თუ არა, მაშინვე 2 ტყვია ესროლა და მძიმედ დაჭრა – რა მოხდა კახეთში და ვინ არის დაკავებული? – geonewest.com
ახალი ამბები

ღამის 12 საათზე მასწავლებლის სახლთან უცნობმა კაცმა დაიძახა, ქალმა გამოიხედა თუ არა, მაშინვე 2 ტყვია ესროლა და მძიმედ დაჭრა – რა მოხდა კახეთში და ვინ არის დაკავებული?

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში პედაგოგი ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლთან მისთვის უცნობმა პირმა დაიძახა, რის შემდეგაც ცეცხლი გახსნა. 

ორი გასროლით, დაჭრილს დაზიანებები თავისა და მუცლის არეში აქვს მიღებული. ის თავდაპირველად ლაგოდეხის კლინიკაში, მოგვიანებით კი ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულის გამო, თბილისში გადაიყვანეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, თავდამსხმელი სავარაუდოდ პედაგოგის შვილის გამო მივიდა, თუმცა შემთხვევის დროს ახალგაზრდა მამაკაცი სახლში არ იმყოფებოდა. სოფელში ვარაუდობენ, რომ შესაძლო სამიზნე სწორედ ის იყო.

„მთავარი ამბები კახეთიდან“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

გამოცემის ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია სოფელ ცოდნისკარში მცხოვრები მამაკაცი.

Back to top button