
ხელვაჩაურში, 5 ნოემბერს მომხდარ ავარიას ჩხუტუნეთის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი ძნელაძე ემსხვერპლა.
ავტომანქანა, რომელშიც თანასოფლელი ახალგაზრდები ისხდნენ, გზაში რამდენჯერმე მოსრიალდა და შემდეგ გადაბრუნდა. დაშავებულები სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა გიორგი ძნელაძის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს – ის კლინიკაში გარდაიცვალა.
“გლოვა ჩხუტუნეთში, ჩვენს პატარა სოფელში ყველა ყველას იცნობს და ყველა გლოვობს გიორგის. წვიმიანი დღე იყო. მანქანაში მეგობრები ისხდნენ ერთად, გარდაცვლილია გიორგი ძნელაძე, სკოლის მოსწავლე. ეტყობა, სველ გზაზე მოუცურდა მძღოლს მანქანა და საჭე ვეღარ დაიმორჩილა. როგორც ამბობენ, მანქანა რამდენჯერმე დატრიალდა და მერე გადაბრუნდა. ბავშვები დაიმტვრნენ და საუბედუროდ, გიორგი კლინიკაში გარდაიცვალა. სხვები ნორმალურად არიან, უმნიშვნელო დაზიანებები აქვთ…
სულ ოთხნი იყვნენ მანქანაში, მეგობრები, მეზობლები, ერთად გაზრდილები. საჭესთან ვინც იჯდა, ის ბიჭი გიორგის თანაკლასელია. რა უნდა ვთქვა, არ ვიცი, გლოვაა, ყველა ტირის და განიცდის. ძალიან კეთილი, თბილი, კარგი ბავშვი იყო გიორგი. ჩხუტუნეთის საჯარო სკოლაში სწავლობდა, მე-11 კლასელია. ჩვენი მთელი სოფელი დამწუხრებულია. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და მთლიანად სოფელს”, – ამბობს “კვირის პალიტრასთან” საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ ჩხუტუნეთში, მამუკა თურმანიძე. განაგრძეთ კითხვა>>>>



