
უბედური შემთხვევა მოხდა პანკისის ხეობაში – გარდაცვლილია მეთერთმეტე კლასის მოსწავლე.
შემთხვევა სოფელ ომალოში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მეთერთმეტე კლასელი ბიჭი სოფლის სპორტულ დარბაზში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმებმა არასრულწლოვანის გადარჩენა ვერ შეძლეს.
სოფელში ამტკიცებენ, რომ მოზარდმა ენერგეტიკული სასმელი დალია და სპორტულ დარბაზში ფიზიკური დატვირთვა ვერ აიტანა.
რა გახდა მოსწავლის გარდაცვალების რეალური მიზეზი, გამოძიება დაადგენს.