ვინ არის ახალგაზრდა კაცი რომელიც მდინარე ნაკრაში ჩავარდა და დაიღუპა,სვანეთში დატრიალებული ტრაგედიია – geonewest.com
ახალი ამბები

ვინ არის ახალგაზრდა კაცი რომელიც მდინარე ნაკრაში ჩავარდა და დაიღუპა,სვანეთში დატრიალებული ტრაგედიია

დღეს მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნაკ­რა­ში უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და – მდი­ნა­რე ნაკ­რა­ში 48 წლის მა­მა­კა­ცი ჩა­ვარ­და და და­ი­ღუ­პა. გარ­დაც­ვლილს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი დად­გინ­დე­ბა. და­ვით გვარ­მი­ა­ნი პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი იყო და ბოლო წლებ­ში იტა­ლი­ა­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

ambebi.ge -ს დათო გვარ­მი­ა­ნის ახ­ლო­ბე­ლი უყ­ვე­ბა:

“დათო ძა­ლი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, 50 წლამ­დეა. დღეს ის ერთ-ერთ ძმას­თან ერ­თად წყალ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებ­და, მდი­ნა­რის პი­რას ყო­ფი­ლა (იქვე ყანა აქვთ), თურ­მე ქვა­ზე აუს­რი­ალ­და ფეხი და მდი­ნა­რე ნაკ­რა­ში გა­და­ვარ­და. რო­გორც ჩანს, მერე რა­ღა­ცას და­არ­ტყა თავი. იქვე ძმა ყო­ფი­ლა და იმას ამო­უყ­ვა­ნია, მო­ას­წრო და არ გა­ა­ტა­ნა მდი­ნა­რის დი­ნე­ბას. სას­წრა­ფოც მალე მო­სუ­ლა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, დათო უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო.

დათო წლე­ბია ემიგ­რან­ტია, ევ­რო­პა­ში, კერ­ძოდ, იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და, ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და. მშობ­ლე­ბი ახა­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს და აღ­დგო­მის­თვის ჩა­მო­ვი­და, მერე უცებ ბავ­შვე­ბის ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და (ახ­ლა­ხან მდი­ნა­რე ნაკ­რა­ში სამი ბავ­შვი რომ გა­და­ვარ­და ავ­ტო­მან­ქა­ნით, მისი ნა­თე­სა­ვე­ბი იყ­ვნენ) და 40-მდე დარ­ჩა. დათო ამ დღე­ებ­ში უკან, იტა­ლი­ა­ში ბრუნ­დე­ბო­და, მე­უღ­ლეც იქ ჰყავს. ზუს­ტად არ ვი­ცით და­ღუპ­ვის მი­ზე­ზი, ექ­სპერ­ტი­ზა და­დებს დას­კვნას, მაგ­რამ რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, დათო აღარ გვყავს… სო­ფე­ლი ისე­თი შო­კი­რე­ბუ­ლია, ენა ვერ აღ­წერს. რა­ღაც­ნა­ი­რად სხვა­ნა­ი­რი, ერ­თგუ­ლი, უწე­სი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი იყო დათო, ყვე­ლა უყ­ვარ­და. ის­ტო­რი­უ­ლი და­ამ­თავ­რა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ით არ მუ­შა­ობ­და. მისი ძმა – რო­და­მი ჩვე­ნი რა­ი­ო­ნის დე­პუ­ტა­ტია საკ­რე­ბუ­ლო­ში. ნეტა დათო სა­ერ­თოდ არ ჩა­მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ რა იცო­და, აქ რა ელო­და… რაც შე­ეძ­ლო, დათო ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და თა­ვი­სი კუ­თხის­თვის, უან­გა­როდ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და სო­ფელს და ხალ­ხს. ბოლო დროს იმ­დე­ნი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და ჩვენს ირ­გვლივ, ეს უკვე მე­ტის­მე­ტია, კა­ტას­ტრო­ფაა..“

წყარო: ambebi.ge

Back to top button