
რუსეთის სარაკეტო თავდასხმამ მთელი უკრაინული ოჯახი გაანადგურა – ამის შესახებ დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
სოციალურ ქსელში ვორონოვების ოჯახის ფოტოს გამოქვეყნებისას, უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს თავდასხმა იყო „რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის საშინელი დანაშაული – ჩვეულებრივი ადამიანების, ჩვეულებრივი ცხოვრების წინააღმდეგ“.
დნიპროს ოლქის დაბა რადუშნეში თავდასხმის შედეგად დაზარალებულ ვორონოვების ოჯახის წევრებს შორის იყვნენ: დედა ოლენა, მამა არტემი და შვიდი შვილი – მარკი, დომინიკა, ზახარი, აზარი ილაი, ფედერიკა, ემილია და ვიორიკა.შენობაში, რაკეტის მოხვედრისას, ასევე იმყოფებოდა წყვილის წლინახევრის შვილიშვილი არტემი, რომლის მამაც უკრაინელი ჯარისკაცია.
ოფიციალური პირების განცხადებით, სახლში მყოფი ათივე ადამიანი დაღუპულად ითვლება.
რეგიონული ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ სახლი სრულიად განადგურებულია. შემთხვევის ადგილზე დაფიქსირდა უცნობი მამაკაცი, რომელიც სახეზე ხელებაფარებული ტიროდა. განაგრძეთ კითხვა




