ტრაგედია საბერძნეთში ემიგრანტ ქალს ოთახის დალაგებისას საწოლი დაეცა და დაიღუპა – geonewest.com
ახალი ამბები

ტრაგედია საბერძნეთში ემიგრანტ ქალს ოთახის დალაგებისას საწოლი დაეცა და დაიღუპა

ტრაგედია მოხდა საბერძნეთში. სანტორინზე მყოფ ემიგრანტ ქალს ოთახის დალაგებისას საწოლი დაეცა და დაიღუპა.

საქმის მასალების მიხედვით, 59 წლის ქალი სასტუმროში ოთახებს ალაგებდა. როგორც ირკვევა, კონკრეტულ სასტუმროში კედელზე მიმაგრებული საწოლი იყო, რომელიც მოულოდნელად ჩამოიხსნა და ზედ დაეცა.

ქალი კისერში გადატყდა და უმძიმესი დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.

Back to top button