
ლიტვიდან საქართველოში სტუმრად ჩამოსული 23 წლის ბიჭი ქუთაისში გარდაიცვალა – უცოხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კრისტუპას სტანისი მოულოდენლადდ გახდა ცუდად და კლინიკაში რამდენიმე თვის განმავლობაში ხელოვნურ კომაში ამყოფებდნენ.
გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა ამბობს, რომ ექიმებმა მას ორმხრივი მწვავე ფილტვების ანთების დიაგნოზი დაუსვეს. ქალი ამბობს, რომ მისი შვილის მდგომარობა სწრაფად უარესდებოდა.
ბიჭი ორ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.
„მანამდე არც ხველა და არც გაციების სიმპტომები არ ჰქონია. ითვლებოდა, რომ შესაძლოა ლიეტუვაში უკვე ჰქონდა რაიმე უსიმპტომო დაავადება და ფრენამ გამოიწვია ეს, მაგრამ მოგვიანებით, როგორც მე გავიგე, ექიმებმა ეს ვერსია უარყვეს. მათ თქვეს, რომ ახალგაზრდა ადამიანისთვის ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო“.
ჩემს შვილს აღარ შეეძლო დამოუკიდებლად სუნთქვა, ამიტომ ხელოვნურ კომაში ჩასვეს”, – თქვა დედამ



