სად და რა ვითარებაში იპოვეს დაკარგული მოზარდები? – geonewest.com
ახალი ამბები

სად და რა ვითარებაში იპოვეს დაკარგული მოზარდები?

თბილისში დაკარგული სკოლის ორი მოსწავლე იპოვეს. – ამის შესახებ ინფორმაცია “რადიო თავისუფლებას” ოჯახის ახლობლებმა მიაწოდეს.

ორივე ვიპოვეთ, ახმეტელის მეტროსთან იყვნენ. ჯანმრთელად არიან. პოლიციას მოჰყავს. სხვა არაფერი ვიცით, რომ მოიყვანენ, ვნახავთ“, – უთხრა ოჯახის ახლობელმა “რადიო თავისუფლებას”.

შეგახსენებთ, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩიქობავას ქუჩაზე, 31 სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ბავშვები გუშინ, 14 აპრილის, დაახლოებით 14:00 საათის შემდეგ აღარ უნახავთ. მათ ძებნაში ჩართული იყო პოლიციაც.

Back to top button