უმძიმესი ავარია: დაღუპულია რამდენიმე ადამიანი, არიან დაშავებულებიც – geonewest.com
ახალი ამბები

უმძიმესი ავარია: დაღუპულია რამდენიმე ადამიანი, არიან დაშავებულებიც

კანადის ქალაქ ვანკუვერში ქუჩის ფესტივალზე ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBС-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

„რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა მას შემდეგ, რაც მძღოლი ფესტივალზე ხალხში შევარდა. ის დაკავებულია“, – აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Back to top button