ახალი ამბები
“ღმერთო ეს რა დღეა,გლოვის ზარმა ჩამოკრა..”- ნახეთ უმძიმესი ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა
სტიქიის შედეგების კიდევ ერთი მსხვერპლი კახეთში – ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ახმეტის სახანძრო- სამაშველო სამსახურის ეზოში მოხდა.35 წლამდე ასაკის მამაკაცი, ეზოში დამონტაჟებული სატელეფონო ანძების გასასწორებლად რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე იყო ასული. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს ბეტონის საყრდენი ჩაენგრა, სიმაღლიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.
„პრაიმთაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი კომპანია „მაგთიკომის” თანამშრომელია და თბილისიდან კახეთში, სამუშაოს შესასრულებლად იყო გაგზავნილი.სტიქიას მსხვერპლი გუშინაც მოჰყვა. დაიღუპა მამაკაცი, რომელსაც ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი რკინის კონსტრუქცია დაეცა.