ვიცოდი, რომ კესარია ასე არ გაიწირებოდა! ახლახანს დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ… – ძალიან სასიხარულო ამბავი
კესარია აბრამიძის მეგობარი სოფო ნურაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ერთ-ერთმა მღვდელმა გარდაცვლილ კესარია აბრამიძეს წესი აუგო.
„მკვლელებს, დამნაშავეებს, საზოგადოებისთვის საშიშ და ბოროტ ადამიანებს უგებენ წესს და ადამიანს, რომელსაც ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ბევრი სიკეთე აქვს ნაკეთები, წესი არ აუგეს, კატეგორიული უარი თქვეს.
ცოტა არ იყოს იმედი გამიცრუვდა, რადგან ღმერთი არის ჩემი ნუგეში…
ვიცოდი, რომ კესო არ გაიწირებოდა, რადგან მას ბევრი სიკეთე გაუკეთებია. დღეს ერთ-ერთი მამაო დამიკავშირდა და მითხრა, რომ კესოს წესი აუგო და პანაშვიდიც გადაუხადა, ღმერთმა მაინც ბოლომდე არ გაწირა…
არც პოპულარობას ვეძებ, არც არაფერს, მინდოდა ეს ყველაფერი გამესაჯაროებინა, რათა ყველას სცოდნოდა, რომ არსებობს იმედი და რომ არ აიცრუონ გული ეკლესიაზე.
მე ასეთი სიკეთის მწამს, ეს დიდი, გაბედული ნაბიჯია. მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მის ვინაობას არ გავასაჯაროებ“, – ამბობს სოფი ნურაშვილი