ეს პროდუქტები მეორე დღეს არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ! – geonewest.com
რჩევებიჯანმრთელობა

ეს პროდუქტები მეორე დღეს არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ!

ბევრ თქვენგანს ალბათ არ უყვარს სამზარეულოში ტრიალი და მისგან თავის დასაღწევად დღეს იმდენ კერძს მოამზადებს, რომ ხვალაც დააპუროს ოჯახი. მსგავსი შემთხვევებია ასევე დღესასწაულების შემდეგ და ხდება ისე, რომ მეორე დღეს კიარა, რამოდენიმე დღე მივირთმევთ მორჩენილ სადილებს. ყველა სადილი, რომლებიც წინა დღეს მომზადდა, საშიში არაა, თუმცა განსაკუთრებით სამ პროდუქტს გამოარჩევენ, რომელთა მეორე დღეს მირთმევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

image

გთავაზობთ 3 პროდუქტს, რომელთა მეორე დღეს მირთმევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

1. ბრინჯი. სურსათის სტანდარტების სააგენტოს თქმით უმი ბრინჯი საშიში ბაქტერიების სპორების მატარებელია და უმეტესი მათგანი ადუღების შედეგად იხოცება. მეორე დღის ბრინჯშიც ასევეა მავნე მიკრობები და სწორედ ისინი ხდება მიზეზი ღებინებისა და მუცლის ტკივილის- მისი მირთმევის შემთხვევაში. სპორების უმეტესი მათგანი 100 გრადუს ტემპერატურაზეც არ იხოცება. ასევე არასოდეს მიირთვათ ბრინჯის ფაფა მეორე დღეს, თუ ვეღარ ჭამთ შეინახეთ საყინულეში და გამოყენებამდე გაათბეთ.

ასევე გახსოვდეთ, თუ მომზადებული ბრინჯი ოთახის ტემპერატურაზე 1 საათს მაინც თუ დააყოვნეთ, აღარ მიირთვათ.

image

2. მცენარეული ზეთი. ზეთი, რომელიც ერთხელ უკვე გამოიყენეთ და გადაღვრა დაგენანათ მორჩენის შემთხვევაში, თუ კი მეორედ გამოიყენებთ და მსგავსი შემთხვევა ხშირად მოხდება, გამოიწვევს გულ-სისიხლძარღვთა დაავადებებს, ინსულტსა და კიბოს.
ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ მცენარეები (სიმინდი, მზესუმზირა, სოიო, ზეითუნი), რომლისგანაც ზეთი მზადდება, წარმოქმნიან ტოქსიკურ ნაერთებს- ცხიმოვან მჟავებს 4ჰიდროქსინ ტრანს და 2 ნონენალს.
ამერიკის დიეტური ასოციაციის სპიკერმა Janie Maul-მა განგვიმარტა, რომ ერთზე მეტად გაცხელებული ზეთის ან მასში მომზადებული სადილის მირთმევა ნიშნავს, რომ ეწეოდეთ თამბაქოს.

image

3. ბოსტნეული. სურსათის უვნებლობის ცენტრის განცხადებით დაჭრილი ბოსტნეულის და სალათების მირთმევა უნდა მოხდეს მომზადებიდან 12 საათის მანძილზე თუ კი მას არაუმეტეს 4 გრადუს ტემპერატურაზე შეინახავთ. მეორე დღისთვის გამოყენება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, მას თუ საყინულეში იქონიებთ.
ბოსტნეული, განსაკუთრებით კი ისპანახი, ჭარხალი და ნიახური დიდი რაოდენობით ნიტრატებს შეიცავს. ისინი უვნებელია, თუმცა ოთახის ტემპერატურაზე დიდხანს დაყოვნების შემთხვევაში ხდება ბაქტერიების კატალიზური ზრდა და წარმოიქმნება ნიტრატები, რომელთა მირთმევა იწვევს თავის ტკივილს, დაღლილობას, ქოშინს, კრუნჩხვებსა და სხვა დაავადებებს.

image
Back to top button