
ტრაგედია დატრიალდა გონიოში. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “ბმს”-ში გადაიყვანა.
ambebi.ge-ს ცნობით, დაღუპულები 25-წლამდე ასაკის გოგონები არიან. შემთხვევა წვეულებათა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეძახა, ხოლო ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილსაც შეეჯახა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ვიდეო: აჭარის ტელევიზია