„კლასელებიდან ერთ-ერთი მისულა და ბაბუას მანქანა უნებართვოდ წაუყვანია, საჭესთანაც თვითონ დამჯდარა…“ – როგორ დატრიალდა ენითუთქმელი ტრაგედია ხონში? – geonewest.com
ახალი ამბები

„კლასელებიდან ერთ-ერთი მისულა და ბაბუას მანქანა უნებართვოდ წაუყვანია, საჭესთანაც თვითონ დამჯდარა…“ – როგორ დატრიალდა ენითუთქმელი ტრაგედია ხონში?

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევა უმძიმესი შედეგით დასრულდა. როგორც ცნობილი ხდება, ავტომობილი, რომლის საჭესთან არასრულწლოვანი იჯდა დიდი სიჩქარით მოძრაობდა და ხონი მარტვილის დამაკავშირებელ გზაზე ხიდიდან გადავარდა. საუბედუროდ, ადგილზე დაღუპულია 3 არასრულწლოვანი, 2 – კი მძიმედ დაშავებულია და კლინიკაში იმყოფებიან. ყველა შეძრა ამ საშინელმა ტრაგედიამ.

“საშინელი ტრაგედიაა მომხდარი, ყველანი არასრულწლოვანები არიან, თანაკლასელები როგორც ვიცი. თურმე ერთ-ერთ არასრულწლოვანს ბაბუას მანქანა უნებართვოდ წაუყვანია, ის იჯდა საჭესთან და მანქანაში იყვნენ მისი მეგობრები. ცხენისწყლის ხიდიდან არიან გადავარდნილები. ამბობენ ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობდა მანქანაო, ეტყობა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადავარდნენ ხიდიდან. სამი არასრულწლოვანი ადგილზეა გარდაცვლილი, ორი კლინიკაში რჩება, სხვადასხვა სახის მოტეხილობებით გადაიყვანეს ისინი. როგორ შევიტყვე, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მოტეხილობები არ აქვთ და ექიმები მათი გადარჩენის იმედს იძლევიან. წარმოუდგენელია არ განიცადო ადამიანმა ასეთი დიდი ტრაგედია. ერთი გარდაცვლილი, გვარად პირველია, მრავალშვილიანი ოჯახიდან, მეორე ბიჭი არის გვარად წვერავა, მესამე გარდაცვლილის გვარი არ ვიცი სამწუხაროდ. ისინი თანაკლასელები არიან, ძალიან განვიცდი ამ დიდ ტრაგედიას”- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.

სოციალურ ქსელში უამრავი სამძიმრის წერილია, ყველა განიცდის მომხდარს. ერთ ერთი წერს, „სკოლის ბოლო ზარისთვის ემზადებოდით, ბავშვებო, სად გეჩქარებოდათ ასე, სად?”

კიდევ ერთი ახალგაზრდა ამბობს, რომ შეესწრო კლინიკაში როგორ შეიყვანეს დაშავებული არასრულწლოვანები, “ერთი დაშავებული ვნახე მთლად სისხლში იყო, ქუთაისის საავადმყოფოში მოიყვანეს, ღმერთს ვთხოვ გადარჩეს” – წერს ის.

წყარო: კვირის პალიტრა

Back to top button