ახლახანს ახლაგაზრდა კაცი მოკლეს, კვალის წაშლის მიზნით მანქანა მდინარეში გადააგდეს. – geonewest.com
ახალი ამბები

ახლახანს ახლაგაზრდა კაცი მოკლეს, კვალის წაშლის მიზნით მანქანა მდინარეში გადააგდეს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, – ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივთა თქმით, გარდაცვლილი მდინარეზე გასასეირნებელ კატერს აქირავებდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ გვიან ღამით სროლის ხმა გაიგონეს.

მოკლულის მანქანა სავარაუდოდ, კვალის დაფარვის მიზნით, მდინარეში გადააგდეს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ გარდაცვლილს სროლის შედეგად მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

Back to top button