
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალთან 30 წლის ბესო ბოლქვაძე საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მოკლული ხელვაჩაურის სოფელ ერგედან იყო.
- ახლობლებს მომხდარზე საუბარი ჯერჯერობით უჭირთ და მთავარ კითხვაზე პასუხი არ აქვთ – თუ რა გახდა მკვლელობის მიზეზი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოკლულს ჰქონდა კატერი, რითაც ტურისტებს მდინარეში ასეირნებდა და ლამაზ ბუნებას ათვალიერებინებდა.
თურმე, ღამით იქვე, მანქანაში ეძინა, რადგან ღამითაც ასეირნებდა ხოლმე. როგორც ჩანს, წუხელაც იქ დარჩა და გვიან მოკლეს… რაიმე კონფლიქტი მოუხდა თუ არა და უძღოდა თუ არა ამ ფაქტს შელაპარაკება, ამაზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს.

“ჰესისთვის არის წყალი დაგუბებული და აქ ადგილობრივებს მდინარეში სასეირნო აქვთ გაკეთებული. სწორედ ამ საქმით იყო ბესო დაკავებული, თავისი კატერი ჰყავდა და მსურველებს ასეირნებდა. მერე, ღამეც იქ რჩებოდა. წუხელ არის მოკლული და რატომ მოკლეს, არაფერი ვიცით
ახლა გავიგე ამ უბედურების შესახებ და ძალიან განვიცდი. ბესო შესანიშნავი ადამიანი იყო, შრომობდა პატიოსნად, კონფლიქტური არ იყო და ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ, არ ვიცი…წაიკითხეთ სრულად