
ფონიჭალაში, გაზის აფეთქების შედეგად ჩამონგრეულ კორპუსში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება. მაშველები ამჟამად 3 ადამიანს ეძებენ.
ცოტა ხნის წინ, 2 ადამიანის- ქალისა და ბავშვის ცხედარი ამოასვენებს. ambebi.ge-ს ინფორმაციით, დაღუპულები არიან გადარჩენილი 3 წლიას თაიას დედა – ნინო ჭელიძე და, 7 წლის ნუცა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის ინფორმაციით, გადარცენილი მცირეწლოვანი მეორე და მესამე სართულს შორის იპოვეს მაშველებმა. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიდამოში აღმოაჩინეს ცხედრებიც.
მღებრიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის 3 ადამიანის ცხედარია ამოსვენებული, 2 ქალის და ერთი ბავშვის.
“ამ დროისთვის ნანგრევებიდან 1 ბავშვისა და 2 ქალის ცხედარია ამოსვენებული… ერთ-ერთი, სავარაუდოდ, 3 წლის თაიას მშობელი უნდა იყოს. სამი ადამიანი რჩება, რომელზეც მიმდინარეობს ძებნა“, – აღნიშნა თეიმურაზ მღებრიშვილმა.
ასევე ცნობილი ხდება, რომ მაშველებმა კიდევ ერთი ქალის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ დაღუპული კორპუსის მეორე სართულზე ცხოვრობდა. აფეთქების მომენტში ის ბინაში 6 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა. ამ დრომდე ეძებენ მცირეწლოვანსაც.ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.
წყარო: palitravideo. ge




