23 წლის ინფლუენსერი TikTok-ზე პირდაპირი ეთერი დროს მოკლეს – geonewest.com
ახალი ამბები

23 წლის ინფლუენსერი TikTok-ზე პირდაპირი ეთერი დროს მოკლეს

23 წლის მექსიკელი ინფლუენსერი ვალერია მარკესი TikTok-ზე პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს, – აღნიშნულის შესახებ „ბიბისი“ ადგილობრივ პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება. 

გვადალახარაში მცხოვრებ ინფლუენსერს მის სილამაზის სალონში პირდაპირი ეთერი მიჰყავდა, რა დროსაც კაცი შევიდა და ახალგაზრდა ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. 

პირდაპირი ეთერი მას შემდეგ შეწყდა, რაც კაცმა მსხვერპლის ტელეფონი აიღო და „ლაივი“ შეწყვიტა. 

სასიკვდილო თავდასხმის მოტივი უცნობია, თუმცა საქმეს ფემიციდის მუხლით იძიებენ. 

მექსიკაში გენდერული ძალადობა ფართოდ გავრცელებულია. გაეროს მონაცემებით, ყოველდღიურად 10 ქალს ან გოგონას კლავენ პარტნიორები ან ოჯახის წევრები.

Back to top button