
უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში „პსჟ“-ის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტს აქვეყნებს
„ერთს დავწერ და მოკლედ!!!
კვარა —არააა საქართველო, კარგი ფეხბურთელია და ღმერთმა თავის გზაზე გაუმარჯოს, კარგ გასამსჯელოსაც იღებს ამისთვის , ღმერთმა შეარგოს თავის შრომით აქვს მოპოვებული.მაგრამ ნუ გახდით ყოველ იმის ფინტს მოედანზე რაღაც ისეთ რეზონანსულს რომ თითქოს ერთი სამი რუსი მოკლა ბრძოლის ველზე….მოკლედ კვარა არის ერთი თავის თავი კაცი და სულ ცალ ფეხზე კიდია საქართველოს რუსი მართავს თუ მონღოლი , ყველას ჩაედრასტება .
საქართველოა ყველა ის მებრძოლი ვინც საქართველოსთვის ბრძოლობს , საქართველოა ვინც საქართველოსთვის გაწირა თავი, საქართველოა ის ახალგაზრდები ვინც სამშობლოს თავისუფლებისათვის დღე და ღამე ქუჩაშია.
ნურასოდეს ნუ დაგავიწყდებათ რომ სამშობლოა უპირველეს ყოვლისა და არა პიროვნებები,ვინც არ უნდა იყოს და რა დამსახურებაც არ უნდა ქონდეს.
დიდება ჩვენს სამშობლოს 🇬🇪
დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირ მებრძოლებს.
დიდება ყველა იმ ადამიანს ვინც თავის სამშობლოს თავისუფლებისათვის იბრძვის🇬🇪❤️✊“, – წერს ის.