უმძიმესი ავარია მოხდა – დაიღუპა ერთი და დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ – geonewest.com
ახალი ამბები

უმძიმესი ავარია მოხდა – დაიღუპა ერთი და დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე შსს და საგანგებო სიტუაციების მართვის ეკიპაჟები არიან მობილიზებული. შსს-ს ცნობით მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

Back to top button