ახალი ამბები
„8 წლის გოგონა ზღვის ტალღამ წაიღო, ნეტა, არ შევსწრებოდი ამ საშინელებას“ – როგორ დატრიალდა ქობულეთში ტრაგედია, რა თქვა თვითმხილველმა?
ქობულეთში, შავ ზღვაში, 8 წლის გოგო დაიხრჩო. მაშველებმა არასრულწლოვნის ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს. ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, გოგონა ტალღამ გაიტაცა.
„ტალღამ წაიღო, ნეტა, არ შევსწრებოდი ამ საშინელებას, უფალო, გამძლეობა მიეცი თავის მშობლებს და ძმას, რომლის ხმაც ყურებში კიდევ ჩამესმის…“, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.