
მძიმე ავარია მოხდა აბაშაში, სოფელ წყემთან. როგორც ადგილიდან “გურია ნიუსს” აცნობეს, შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოყირავდა.
„საშინელებაა… ერთი მანქანა სულ ამოყირავებულია, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს”,_ განაცხადა წყარომ.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
გურია ნიუსი
