გაირკვა აჭარაში მოკლული 32 წლის კაცის ვინაობა, რომელიც ჯერ ჩაცხრილეს და მერე მანქანიანად მდინარეში გადააგდეს – geonewest.com
ახალი ამბები

გაირკვა აჭარაში მოკლული 32 წლის კაცის ვინაობა, რომელიც ჯერ ჩაცხრილეს და მერე მანქანიანად მდინარეში გადააგდეს

ხელვაჩაურში მოკლული ახალგაზრდა კაცი 32 წლის ბესო ბოლქვაძეა.

პირველადი ინფორმაციით, სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, საკუთარ ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, მანქანა კი მდინარეში გადააგდეს.

შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

Back to top button