25 წლის ბიჭი მორევმა ჩაითრია და დაიხრჩო, სად მოხდა შემთხვევა? – geonewest.com
ახალი ამბები

25 წლის ბიჭი მორევმა ჩაითრია და დაიხრჩო, სად მოხდა შემთხვევა?

მდინარე ალაზანში 25 წლის ბიჭი დაიხრჩო. ადგილობრივების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში იმ დროს მოხდა, როდესაც თანასოფლელებთან ერთად მყოფი ახალგაზრდა მდინარეში საბანაოდ შევიდა

ბიჭი წყლის მორევმა ჩაითრია და იქ მყოფმა პირებმა მისი დახმარება ვერ შეძლეს.

გარდაცვლილის ცხედარს რამდენიმე საათიანი ძებნის შედეგად, სამაშველო სამსახურის ჯგუფებმა მიაკვლიეს.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

Back to top button