ახალი ამბები

“სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას მამა იყო” – 31 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა: ტრაგედიის დეტალები

ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 31 წლის მა­მა­კა­ცი დე­ნის დარ­ტყმის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. შემ­თხვე­ვა დღეს, კა­ბა­ლის ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­ულ­ში შე­მა­ვალ სო­ფელ უზუნ­თა­ლა­ში მოხ­და.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა გა­მო­ცე­მას “მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი კა­ხე­თი­დან“ უთხრეს, კაცი ხე­ლო­სა­ნი იყო და ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის ფარ­დულს თუ­ნუ­ქის ფურ­ცლებს აფა­რებ­და, რა დრო­საც მა­ღა­ლი ძაბ­ვის ელექტრო­სა­დე­ნებს შე­ე­ხო.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყო­ფე­ბი მის დახ­მა­რე­ბას შე­ე­ცად­ნენ, თუმ­ცა მა­მა­კა­ცის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

გარ­დაც­ვლილს სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა დარ­ჩა. მათ შო­რის უფ­რო­სი 5 წლი­საა.

Back to top button