
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – უნივერსიტეტის განცხადებით, გარდაიცვალა ამავე სასწავლებლის პირველი კურსის სტუდენტი, ლუკა ხაჟომია.
„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მასობრივი კომუნიკაციის პირველი კურსის სტუდენტის, ლუკა ხაჟომიას გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, კურსელებსა და მეგობრებს!“ – აღნიშნულია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.