ცუდათ ვიყავი… თავბრუ მეხვეოდა… ძალით ვიღიმოდი – რა მოხდა რეალურად და რას ყვება ლიზა ყენია – geonewest.com
საზოგადოება

ცუდათ ვიყავი… თავბრუ მეხვეოდა… ძალით ვიღიმოდი – რა მოხდა რეალურად და რას ყვება ლიზა ყენია

ცოტა ხნის წინ მომღერალ ლიზა ყენიას ამერიკაში ხელი სთხოვეს, მისი რჩეული ასევე ქართველი გახლავთ. ლიზა ყენიამ ტიკ ტოკზე გამოაქვეყნა ვიდეო თუ რა მოხდა იმ დღეს რეალურად და მოყვა დაწვრილებით თუ როგორ სთხოვა გიორგიმ ხელი…

“გიორგიმ მითხრა, რამე ლამაზი კაბა იყიდე შენი დაბადების დღისთვისო, წავედი და ეს კაბა ვიყიდე, რომელიც ძალიან მომწონს. აღმოვჩნდით საოცარ ადგილას, გავგიჟდი, ისე მომეწონა. ცოტა ხანში აღმოვჩნდი გემზე. მიხაროდა, მაგრამ ათ წუთში მივხვდი, რომ ცუდად ვიყავი, თავბრუ მეხვეოდა. აქ ძალით ვიღიმოდი, რომ გიორგისთვის განწყობა არ გამეფუჭებინა. გარეთ გამოვედი, რომ ჰაერი ჩამეყლაპა, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. ქვედა სართულზე ჩავედით, ვითომ ნაკლებად ირყეოდა გემი, მაგრამ არ დაიჯეროთ. გემის მერე დამხვდნენ ჩემი მეგობრები. უკვე კარგად გავხდი. გავედით გარეთ ფოტოების გადასაღებად… გიორგი რაღაცას ცდილობდა, მაგრამ მე არ ვაცდიდი თქმას…”

Back to top button