ახალი ამბები

გარდაცვლილია ახალგაზრდა – რა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს საჯარო სკოლა და ვინ არის გარდაცვლილი?

თბილისის 133-ე საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი კურსდამთავრებულის, ლუკა გიგილაშვილის გარდაცვალების გამო.

ლუკა სიკეთით, სიყვარულითა და კეთილშობილებით სავსე ახალგაზრდა იყო, რომლის ნათელი სახე და ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს გულებში. სსიპ ქალაქ თბილისის №133 საჯარო სკოლის სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ლუკას ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. ნათელი და მარადიული იყოს ლუკას ხსოვნა!“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში. 

გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

წყარო: resonancedaily. com

Back to top button