
ქობულეთის გზაზე ტრაგიკულად დაღუპულ ერთ-ერთ ახალგაზრდას, მარიამ დოხნაძეს ემშვიდობებიან. გოგონას თანამშრომლები სამძიმრის წერილს აქვეყნებენ:
„გულისტკივილით გაცნობებთ, რომ გუშინ, უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა ჩვენი ძვირფასი კოლეგა და მეგობარი — მარიამ დოხნაძე.
მარიამი 2022 წელს, სულ 19 წლის ასაკში შემოუერთდა ნეოტექის გუნდს. მას შემდეგ, თავისი პროფესიონალიზმით, სიკეთითა და სილაღით, მან თანამშრომლების, პარტნიორებისა და მომხმარებლების სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მარიამი იყო ჩვენი გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრი — ნათელი, ენერგიული და გულთბილი ადამიანი, რომლის ადგილი არასდროს შეივსება.
ნეოტექის გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მარიამის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც მას იცნობდა და უყვარდა.
ასევე, გულწრფელად ვუსამძიმრებთ ყველა იმ ახალგაზრდის ოჯახს და ახლობლებს, ვინც ამ ტრაგიკულ ავარიას ემსხვერპლა“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.