მოქალაქემ პატრულის თანამშრომელი ყელის არეში დაჭრა – რას მოჰყვა მძღოლის გაღიზიანება, რის შემდეგაც მან პოლიციელს დანა დაარტყა? – geonewest.com
ახალი ამბები

მოქალაქემ პატრულის თანამშრომელი ყელის არეში დაჭრა – რას მოჰყვა მძღოლის გაღიზიანება, რის შემდეგაც მან პოლიციელს დანა დაარტყა?

თვითმხილველების ინფორმაციით, მოქალაქემ პატრულის თანამშრომელი ყელის არეში დაჭრა. 

შემთხვევა ქეთევან წამებულის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცი საპატრულო ეკიპაჟის მოწოდების შემდეგ, რომ ავტომობილი გაეჩერებინა, გაღიზიანდა და ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. 

დაჭრილი პოლიციელი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. 

ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ კრიმინალისტების ჯგუფი. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. 

პოლიციამ სავარაუდო თავდამსხმელი დააკავა. 

ინგოროყვას კლინიკაში დაადასტურეს, რომ პოლიციელს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. მოხდა ჭრილობის დამუშავება და გაკერვა. პოლიციელს კლინიკიდან ხვალ გაწერენ.
წყარო: resonancedaily .com

Back to top button