“გული გაუჩერდა და… ინფარქტმა დაარტყა…” – ამ წამს ზურა ბერიკაშვილზე უმძიმესი ინფორმაცია გავრცელდა
რამდენიმე დღის წინ მსახიობ ზურა ბერიკაშვილს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა – მას გული გაუჩერდა. ამის შესახებ აუდიტორიას სოციალური ქსელის საშუალებით მსახიობის დამ მანანა ბერიკაშვილმა აცნობა. ყველამ ერთად გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ზურა ბერიკაშვილს და კომენტარებში ბევრი თბილი სიტყვა დავუწეროთ.
ambebi.ge მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად მანანა ბერიკაშვილს დაუკავშირდა.
– მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა, თუმცა, როგორც MRT-ზე გამოჩნდა, თავის ტვინის დიდი ნაწილი დაზიანებული არ არის. კვლავ არის მართვით სუნთქვაზე და არის კომაში. რეანიმაციის მიმართულებით ყველაფერი უკეთდება. ფილტვების ანთება უკვე ჩაქრა, თირკმელი ფუნქციონირებს, ყველა ორგანო მწყობრშია. ახლა ველოდებით კონსილიუმს გერმანელ ექიმებთან, რომ საერთო გადაწყვეტილება მივიღოთ, რადგან მთავარი პრობლემაა თავის ტვინი და მართვითი სუნთქვიდან მოხსნა.
– მის ამ მძიმე მდგომარეობას რაიმე წინაპირობა ხომ არ ჰქონდა?
– არანაირი… საერთოდ, ზურიკო 22 წლის ასაკიდან ინსულინზეა, დიაბეტი აქვს. თურმე “დიაბეტიკებს“ არ აქვთ ტკივილის შეგრძნება. აქედან გამომდინარე, ინფარქტმა ისე დაარტყა, ტკივილი არ უგრძნია. უკანა კედელი დაზიანდა. როგორც კი მოხდა გულის ამუშავება (გული საკმაოდ ხანგრძლივად გაჩერდა), მაშივე სტენტი ჩაუდგეს. ერთი სტენტის ჩადგმა დასჭირდა, მაგრამ ტვინი დაზიანდა.
– ხელოვნურ კომაშია?
– არა, ბუნებრივი კომაა… საოცრება გააკეთა სასწრაფომ, 7 წუთში გაჩნდნენ და მათ გვაჩუქეს ზურას სიცოცხლე, მართლა საოცრება ჩაიდინეს, შემდგომ უკვე კლინიკამ – რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა და მისმა განყოფილებამ. სიტყვები არ მყოფნის. არ ვიცი, როგორ გადავუხადო მადლობა.
– ზურას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
– დიდი მადლობა.
ყველამ გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ბატონ ზურა ბერიკაშვილს.