ახალი ამბები
სამუდამო პატიმრობა ემუქრება კაცს, რომელმაც ეჭვიანობის გამო ყოფილი შეყვარებული ტუალეტში დაახრჩო
ფლორიდაში მცხოვრებ მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს ყოფილი შეყვარებულის მოკვლაში. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოძიების ცნობით, მან ყოფილი შეყვარებული ეჭვიანობის გამო დანით დაჭრა, სცემა, ბოლოს კი ტუალეტში დაახრჩო.
მას შემდეგ, რაც კაცმა გაიგო, რომ ქალმა სხვა მამაკაცთან გაატარა დრო, „მან სცემა და დაახრჩო იგი”, – თქვა პროკურორმა.
თავდაპირველად კაცს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, მაგრამ ნაფიცმა მსაჯულებმა გადაარჩინეს, სასჯელი კი სამუდამო პატიმრობით შეიცვალა.