დაკავებულია თუ არა 14 წლის გოგონაზე მოძალადე, ცნობილი მკლავჭიდელი ხატია ვიბლიანი. პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. – geonewest.com
ახალი ამბები

დაკავებულია თუ არა 14 წლის გოგონაზე მოძალადე, ცნობილი მკლავჭიდელი ხატია ვიბლიანი. პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ქალი, სავარაუდოდ, არასრულწლოვანს სცემს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლის პირველი ნაწილის პრიმა პუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქალი ძალადობს სავარაუდოდ, არასრულწლოვანზე. სოციალური ქსელში ვიდეოს ავტორი წერს, რომ „ეს მხოლოდ მცირე ნაწყვეტია კადრების, ცემის ფაქტი 2 წუთი და 30 წამი მიმდინარეობდა“.

Back to top button