ახალი ამბები

27 წლის ქალი, სავარაუდოდ, დედამთილმა მოკლა. სად მოხდა შემთხვევა?

მექსიკაში, 27 წლის ქალი სავარაუდოდ, დედამთილმა მოკლა – მედიაში სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი ვირუსულად ვრცელდება, რომელშიც ჩანს, როგორ საუბრობენ კა­რო­ლი­ნა ფლო­რეს გო­მე­სი და მისი დედამთილი, რის შემდეგაც ორივე ოთახიდან გადის, ამის შემდეგ კი კადრში სროლის ხმა და კივილი ისმის.

კადრში ასევე ჩანს, გარდაცვლილი ქალის ქმარი, რომელიც სროლის შემდეგ ოთახში ბავშვით ხელში შედის და ყვირის: “რა ჩაიდინე, დედა?!”

“არაფერი. მან გამაბრაზა… შენ ჩემი ხარ. მან შენი თავი წამართვა”, – ამბობს კაცის დედა.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა 15 აპრილს მოხდა, მაგრამ მოკლული ქალის ქმარმა პოლიციას მხოლოდ მეორე დღეს შეატყობინა.

კა­რო­ლი­ნა ფლო­რეს გო­მე­სი 2017 წელს “მის მსოფლიო თინეიჯერის” კონკურსის გამაჯრვებული გახდა.

Back to top button