ავტომანქანა ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა და დაიწვა, მძღოლი დაიღუპა – სად მოხდა უბედური შემთხვევა? – geonewest.com
ახალი ამბები

ავტომანქანა ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა და დაიწვა, მძღოლი დაიღუპა – სად მოხდა უბედური შემთხვევა?

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში, ავტოსაგზაო შემთხვევას 45 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

უფრო კონკრეტულად, შემთხვევა სოფლის მიმდებარედ ხიდზე მოხდა. მსუბუქი მანქანის მძღოლმა, რომელიც ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა, რამაც აალება გამოიწვია.

ადგილობრივების თქმით, ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ მამაკაცმა ავტომობილიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო.

ადგილზე სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიციაა მობილიზებული.

Back to top button