ახალი ამბები

საავადმყოფოში გადაიყვანეს რამდენიმე ადამიანი – ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ ერთი ამოტრიალდა და გზიდან გადავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეული-სადახლოს გზაზე. 

ერთმანეთს „ფორდისა“ და „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად „ფოლკსვაგენის“ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც ავტომობილი ამოტრიალდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მაშველები.

წყარო: primetime.ge

Back to top button