
რიკოთზე მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი – ერთი სატვირთო და ერთი მსუბუქი მანქანა შეეჯახა.
გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.