ახალი ამბები

ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მეოთხე ცხედარი ამოიყვანეს

ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს.

ამ ეტაპისთვის მაშველებმა ჯამში 4 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ახლა მაშველები ნანგრევებში კიდევ 2 პირს ეძებენ.

მანამდე ნანგრევებიდან მაშველებმა მცირეწლოვანი ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს.

წყარო: /palitravideo. ge

Back to top button