
სამტრედია-აბაშის გზაზე ავარიას ახალგაზრდა ბაიკერები, საბა ტუღუში და შაკო ბიჭაშვილი ემსხვერპლნენ
შემთხვევა სოფელ გაუწყინარის მონაკვეთზე 30 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს 2 მოტოციკლი შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთ-ერთი ბაიკერი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: ინფო იმერეთი



