
ჩხაკაურა- ბახმაროს მონაკვეთზე გადაადგილება თოვისა და ლიპყინულის გამო აიკრძალა. განცხადებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია გაცნობებთ, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმაროს) მონაკვეთზე, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, ავტოტრანსპორტით გადაადგილება აკრძალულია.
მოსახლეობას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ აღნიშნული მიმართულებით გადაადგილებისგან”,_ აცხადებს მერია.



