
30 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებული იყო 1.697 მლნ ადამიანი“ – ამის შესახებ აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს სტატისტიკაში.
ამავე მონაცემების მიხედვით, 30 ნოემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 25 814-მა პირმა ისარგებლა, ჯამურად მათზე პენსიის სახით კი 118 მლნ ლარი გაიცა.
„საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულებამ 8 მლრდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.2 მლრდ ლარს მიაღწია“, – აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა განაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. კერძო საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით – 2%+2%+2%.



