”ერთადერთი შვილი დაკარგა ოჯახმა” – ცნობილია 21 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც ავარიას ემსხვერპლა – geonewest.com
ახალი ამბები

”ერთადერთი შვილი დაკარგა ოჯახმა” – ცნობილია 21 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც ავარიას ემსხვერპლა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი პირი კი დაშავდა.

დაღუპულია შალე ბებია.

არსებული ინფორმაციით, სოფელ ზუმის ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ავტომანქანაში მყოფი ერთი პირი, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ერთი დაშავებული კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“ჩემი უბანი გლოვობს. არ შემეძლო ამ უწესიერესი, თავმდაბალო, პატიოსანი ბიჭისთვის გვერდი არ დამეთმო… მტკივა, ცრემლებში ვიხრჩობი წუხანდელის მერე… ნათელი სასუფეველი შენს სულს შალე…

ძალიან მძიმე ტრაგედია დაატყდა თავს წუხელ მუხურს. ერთადერთი შვილი დაკარგა ოჯახმა… სიტყვები უძლურია… ძალიან ვწუხვარ, ძალიან…

შალეეე!ეს რა თავზარი დაგვეცა ბიჭო! ჩემს მამიდაშვილებს რა ვუთხრა…

თვალწინ მიდგას შენი სახე შალე…

ღმერთო, რა ცუდად დაიწყო ეს წელი, უფლის სასუფეველი ამ ბავშვს. ვწუხვარ ძალიან. სანუგეშო სიტყვები უბრალოდ არაფრის მთქმელია” – წერენ სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

Back to top button